მოსწავლის ბუკის გამოყენების ინსტრუქცია და ტექნიკური ხარვეზის გადაჭრის გზები დეტალურად
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 3 ნოემბერს პირველკლასელთა ბუკების გამოყენების ინსტრუქციას, პაროლის აღდგენის პრინციპსა და ბუკის ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში არსებული სერვისების შესაებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მაშ ასე, გაიგეთ როგორ გამოიყენოთ საბავშვო ბუკები
ინსტრუქცია:
პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია (2025- 2026 სასწავლო წელი)
გაითვალისწინეთ:
პაროლის დაკარგვის შემთხვევაში აღდგენა შესაძლებელია ბმულზე → https://reset.emis.ge
თუ პორტალზე მოსწავლის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სკოლის ადმინისტრაციას, სისტემა eSchool-ში საჭირო ინფორმაციის ასახვის მიზნით.
კომპიუტერზე ვრცელდება 1 წლიანი გარანტია. ქარხნული წუნის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (არ იგულისხმება ფიზიკური დაზიანება) შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სერვის ცენტრს.
პროგრამული დაზიანების შემთხვევაში – შესაძლებელია მიმართოთ ნებისმიერ კომპიუტერულ სერვის ცენტრს სადაც შეძლებენ სისტემის ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნებას. (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა წაიშალოს თქვენი პირადი მონაცემები. აღნიშნულის შენახვისთვის აუცილებლად აცნობეთ წინასწარ შესაბამისი სერვის ცენტრის წარმომადგენელს).
რა უნდა იცოდეთ?!
-მოსწავლის ანგარში სარგებლობს ადმინისტრატორის უფლებებით. აქედან გამომდინარე შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამების ჩაწერა/წაშლა დამატებით სპეციალისტის ჩარევის გარეშე. გთხოვოთ გაითვალისწინოთ, რომ კომპიუტერის მეხსიერების გადავსება ან/და სისტემური პარამეტრის(ების) ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის გაუმართაობა ან ხარვეზებით მუშაობა.
– „ბუკში“ უკვე ჩაწერლი და ასევე სხვა თამაში/პროგრამები ასევე სისტემური ფაილი შეგიძლიათ იხილოთ el.ge ზ;.
– Microsoft Teams ის და ასევე სხვა ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ EL.GE ზე;
– პაროლის ან/და ანგარიშის სახელის დავიწყების/დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენეთ პორტალი reset.emis.ge (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში მშობლის მობილურის ნომერი აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სკოლების მართვის სისტემა eschool ში დამადასტურებელი SMS ის მისაღებად)’
– შესაძლებელია ასევე უშუალოდ Microsoft ის ანგარიშში (email.mes.gov.ge) მიუთითოთ სასურველი მობილურის ნომერი და უკვე სკოლის ჩართულობის გარეშე შეძლებთ პაროლის განახლება/აღდგენას. აღნიშნულ პორტალზე ასევე შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული რესურსების მოძიება.
ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში დაუკავშირდით სერვისცენტრს:
-თბილისი — შპს სერვის პლაზა (ტექპოინტი); ცინცაძის ქუჩა #5
📞 +995 32 242 22 15
-ბათუმი — შპს სერვის პლაზა (ტექპოინტი); ჭავჭავაძის ქუჩა #31
📞 +995 32 242 22 15
-ქუთაისი — შპს სერვის პლაზა (ტექპოინტი); აღმაშენებლის გამზირი #97ა
📞 +995 32 242 22 15
გორი — შპს სერვის პლაზა (ტექპოინტი); ცხინვალის გზატკეცილი #5ბ
📞 +995 32 242 22 15
თელავი — შპს სერვის პლაზა (ტექპოინტი); ალაზნის გამზირი #77
📞 +995 32 242 22 15.