მოსწავლეებისათვის ამღერებული პედაგოგები და დაუვიწყარი ბოლო ზარი სამტრედიის სკოლაში (+ვიდეო)
„ყოველთვის შეგვიძლია ჩვენს თავში ვიპოვნოთ ახალი ნიჭი, შრომით და თავისუფალი ნებით ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენი მესიჯიც სწორედ ეს იყო“, – ასე იწყებს EDU.ARIS.GE-სთან დაუვიწყარი ბოლო ზარის შესახებ მოყოლას სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა ფაილაძე და 28 მაისს გამართული ღონისძიების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს, როგორ უმღერიან პედაგოგები საყვარელ მეთორმეტეკლასელებს.
იხილეთ: ვიდეო
როგორც სკოლის დირექტორი მოგვითხრობს, ვიდეოში კურსდამთავრებულთა დაწყებითების ღვაწლმოსილი მასწავლებელი, ქეთევან როხვაძე-შარაშენიძე და ისტორიის პედაგოგი, კახა გალდავა, ყველასათვის საყვარელ სიმღერას – „მხარე ლამაზს“ ასრულებენ. კადრებიდან ჩანს, რომ საყვარელი მასწავლებლების მუსიკალური შესაძლებლობები სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ღონისძიებაზე დამსწრე სასკოლო საზოგადოებისთვის.
„კახას ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს. არის მენტორი მასწავლებელი, ხატავს, წერს, გადასარევად ცეკვავს და სიმღერის ნიჭიც თუ ჰქონდა, ბოლო ზარზე აღმოვაჩინეთ. ჩვენი ღვაწმოსილი პედაგოგი, უსაყვარლესი ქალბატონიც ასე ტკბილად ავამღერეთ. კადრებშიც ხედავთ, როგორი გაოცებული იყო აუდიტორია და რასაკვირველია, კმაყოფილი“, – იხსენებს ხათუნა ფაილაძე.
აბა, თქვენ რა სიურპრიზი გაუკეთეთ მე-12 კლასელებს ბოლო ზარის დღეს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



