„მხიარული, მარტივი და საინტერესო“ – რა დატვირთვა აქვს მოსწავლისთვის კომიქსების სამყაროში მოგზაურობას
კაპიტანი ამერიკა, სუპერმენი, ბეტმენი, ადამიანი-ობობა, ფლეში, რკინის კაცი, ჰალკი – თუ ეს პერსონაჟები გეცნობა, ეს ნიშნავს, რომ კომიქსების სამყაროში მოგზაურობა შენთვის არცთუ უცხო ხილია. კომიქსი ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელსაც ხშირად სწავლა-სწავლების პროცესშიც წარმატებით იყენებენ.
საგაკვეთილო პროცესში კომიქსების გამოყენების მნიშვნელობაზე EDU.ARIS.GE-ს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი ბაია მაჩიტიძე ესაუბრება და სასკოლო საზოგადოებას თავისი მოსწავლეების მიერ შექმნილ კომიქსებსაც უზიარებს.
როგორც პედაგოგი გვეუბნება, კომიქსი ავითარებს ბავშვის ყურადღებასა და წარმოსახვას, ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, აძლიერებს ლოგიკური თანმიმდევრობის გაგებას, ზრდის მოსწავლის მოტივაციას.
„მსგავს აქტივობებს მოსწავლეებს რეგულარულად ვთავაზობ, როგორც თემის განმტკიცებისას, ისე საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი აქტივობები ზრდის ინტერესს და აძლიერებს მოსწავლეთა ჩართულობას. გარდა ამისა, კომიქსები სწავლას ხდის მხიარულს, მარტივსა და საინტერესოს. ვიზუალური სიუჟეტი ეხმარება ბავშვებს ინფორმაციის სწრაფად აღქმასა და დამახსოვრებაში“, – გვითხრა მასწავლებელმა.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები