26 ნოემბერი, 2020 17:10
„მზად ვარ ამ რთულ დროში დახმარება გაუვწიო სასკოლო საზოგადოების ყველა მხარეს“ – სკოლა „ლომისის“ ფსიქოლოგი
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოების არა ერთ წევრს უწევს სტრესულ გარემოში მუშაობა, სწავლა თუ ცხოვრება, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე.
სკოლა „ლომისის“ ფსიქოლოგი პანდემიის პირობებში განსაკუთრებული აქტიურობით მუშაობს და მზაობას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს სკოლასთან დაკავშირებულ ყველა რგოლს.
სკოლის ფსიქოლოგი ნანიკო ჯმუხაძე: “მუდამ მზად ვარ ამ რთულ დროში დახმარება გავუწიო სასკოლო საზოგადოების ყველა მხარეს”.