GE
11 დეკემბერი, 2023 12:44

„ნაზი და კაშკაშა“ – როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა (+ფოტო/ვიდეო)

2024 წლის დადგომას ყველაზე მეტად ბავშვები ელიან და სკოლებშიც საახალწლო განწყობა დეკემბრის პირველივე კვირაში იგრძნობა.

EDU.ARIS.GE დღეს იმ საჯარო სკოლების ნაძვის ხეებს გაჩვენებთ, რომლებიც სულ რაღაც ორიოდე დღის წინ უკვე საზეიმოდ დადგეს. გავიგეთ ისიც, რომ სკოლებს მთავარი ნაძვის ხის გარდა, საკლასო ოთახებშიც აქვთ მცირე ზომის მორთული ნაძვის ხეები.

145-ე საჯარო სკოლაში გვითხრეს, რომ სკოლის მთავარი ნაძვის ხე 3 დეკემბერს დადგეს. რადგან 2024 წლის ნაძვის ხეს ახალი აქსესუარები (განათება და სათამაშოები) დაუმატეს. „ჩვენი ნაძვის ხე განსაკუთრებულად ნაზი და კაშკაშაა“, – ჰყვებიან სკოლაში.

ფოტო:

თბილისის #94-ე საჯარო სკოლაში კი EDU.ARIS.GE-ს უყვებიან, რომ წელს ერთის ნაცვლად სამი ნაძვის ხე აქვთ, რომელიც სკოლის შენობაში, პირველ, მეორე და მესამე სართულებზეა განლაგებული. ულამაზეს ნაძვის ხეებს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის ე.წ LED განათება. ვიდეო

შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ უამრავი აქსესუარითა თუ დეკორაციის არის მორთული თბილისის #75-ე საჯარო სკოლის ნაძვის ხე. სკოლის ინფორმაციით, წელს მათ ნაძვის ხეს ახალი, ლურჯი ფერის სათამაშოები შემატეს.

ფოტო:

თბილისის 177-ე საჯარო სკოლის ნაძვის ხე მოსწავლეებმა თავად მორთეს და ამის ამსახველი კადრები სკოლამ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა. ნაძვის ხეს მრავალფეროვანი დეკორაცია აქვს, თეთრი ღობით არის გარშემორტყმული და მის ქვეშ საჩუქრებისთვისაც არის ადგილი.

ფოტო:

EDU.ARIS.GE სკოლის ნაძვის ხეების შესახებ ინფორმაციებსა და ფოტოებს კიდევ გაგიზიარებთ.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში