OCEP-ის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი გიმნაზია „აია-ჯესსში“ გაიმართა
ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამა OCEP-ის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი გიმნაზია „აია-ჯესსში“ გაიმართა.
„აია-ჯესსმა” უმასპინძლა აზერბაიჯანის 238-ე საშუალო სკოლის ხუთ მოსწავლეს, სკოლის დირექტორს, პროგრამის კოორდინატორსა, OCEP პროგრამების ექსპერტს და ევროპარლამენტის წარმომადგენელს.
ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამა 50 ქვეყანას აერთიანებს და 21-ე საუკუნის უნარების განვითარების გზით, მონაწილე ქვეყნებს შორის კულტურათა გაცვლას ისახავს მიზნად.
გიმნაზია „აია-ჯესსის” მოსწავლეებმა აზერბაიჯანის N238 სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული 5 დღე გაატარეს.
მოსწავლეებმა შექმნეს ქართულ-აზერბაიჯანული კალენდარი, მოაწყვეს კულტურული საღამოები, მოამზადეს აზერბაიჯანული დოღა და მოახვიეს ხინკალი, მოინახულეს ძველი თბილისი და მცხეთა, მოაწყვეს სპორტული შეჯიბრებები და ქართულ-აზერბაიჯანული კულტურის მოტივებზე შექმნეს ტანისამოსი.
პროექტის დასასრულს, „აია-ჯესსის” საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა – ლერი ხაბელოვმა, გენერალურმა მდივანმა – ემზარ ზენაიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა – რუსუდან აფციაურმა უმასპინძლეს.