GE
15 მარტი, 2017 15:15

ოლიმპიადა „ევერესტის“ მიერ მოწყობილ კონკურსში სკოლა ფესვების მათემატიკის კათედრამ ღირსეული მონაწილეობა მიიღო

14 მარტს ოლიმპიადამ „ევერესტი“ მოაწყო პროექტების კონკურსი ,სადაც ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვების მათემატიკის კათედრამ ღირსეული მონაწილეობა მიიღო.

მოსწავლეებმა: ნინო ობოლაძემ,სანდრო ნოზაძემ, ლულუ რუხაიამ,ზანდა გედენიძემ, გეგა აბაშიძემ, სანდრო მაჭავარიანმა, გიორგი მაჭავარიანმა მოამზადეს პროექტი –  „ზოგიერთი მოსაზრება π რიცხვის შესახებ“. პროექტს ხელმძღვანელობდა მათემატიკის კათედრის თავმჯდომარე: მიხეილ ნიკოლაიშვილი. პროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს მათემატიკის მასწავლებლებმა: მზევინარ კვაჭანტირაძემ და გიორგი კვირტიამ, ფიზიკის მასწავლებელმა: თამარ გვარამიამ.

პროექტი დასრულდა π რიცხვისთვის შექმნილ საინტერესო მუსიკის ფონზე ფლეშმობით ,რომელიც მოამზადა ქეთევან აბაშიძემ. ფლეშმობში მონაწილეობდნენ: მაიკო ფაჯიშვილი,ელენე ძიმისტარიშვილი, ანამარია ოქრუაშვილი, თათა ჯღარკავა,ვერიკო ტეფნაძე, სალომე თოღუზაშვილი, ელენე ხუტიანიშვილი, ანა მაისურაძე, კესო ტეფნაძე,თათა სურმავა.

სკოლას გადაეცა მადლობის სიგელი. სკოლა ულოცავს მათ ამ მიღწევას და კვლავ მრავალ წარმატებას უსურვებს.

Aris.ge - განათლება განათლება