GE
2 ოქტომბერი, 2024 10:35

„ოთხშაბათი არის დღე, როდესაც ჩემგან მოსწავლეები საშინაო დავალებას არ იღებენ!“ – მენტორი მასწავლებლის ექსპერიმენტის დამაფიქრებელი შედეგები

„დღე საშინაო დავალების გარეშე“,- ასე ჰქვია ექსპერიმენტს, რომელსაც თბილისის 108-ე საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასების მენტორი პედაგოგი, თამუნა ვალიშვილი, მოსწავლეებთან კვირაში ერთ დღეს – ოთხშაბათ დღეს ატარებს. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტვით რომ თავდაპირველად, თამუნა მასწავლებლის იდეას განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა მოსწავლეებსა და მათ მშობლებში ჰქონდა.

აი, რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა უქმე დღის დაწესება მოსწავლეებისთვის:

„ოთხშაბათი არის დღე, როდესაც ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ საშინაო დავალებას არ მიიღებენ ჩემგან! შესაბამისად, სახლში დაქანცული მისულები, არც იზრუნებდნენ მის მეორე დღისთვის მომზადებაზე. ამ დღეს ჩემს კლასში დაწესების მიზეზად, მოსწავლეების ყოველდღიური რუტინისგან დასვენება და სხვა საინტერესო აქტივობებისთვის მეტი თავისუფალი დროის ქონა განვიხილე. თუმცა, დავუტოვე თავისუფალი არჩევანიც, თუ რომელიმეს აქვს სურვილი, რომ ეს #დღესაშინაოდავალებისგარეშე არ ჩაატაროს, შეასრულოს რაიმე სახის, მისთვის უკვე კარგად ნაცნობი და მარტივი სავარჯიშო და დანარჩენი დრო დაუთმოს დასვენებას“,- აგვიხსნა პედაგოგმა.

მოსწავლეთა შედეგები, მას შემდეგ რაც თამუნა მასწავლებელმა ამ აქტივობის განხორციელება დაიწყო.

  • მეტ დროს ატარებენ მეგობრებთან (ურთიერთობა და კომუნიკაცია);
  • დროს უთმობენ მათთვის საყვარელ საქმიანობას (მუსიკის მოსმენა, მულტფილმის ყურება, წიგნის კითხვა – ამ ფორმით იფართოებენ თვალსაწიერს);
  • დაფიქრდნენ სწავლა-სწავლების პროცესზე. (რა გაუმარტივდათ, რა გაუჭირდათ და თავად დაგეგმონ მათი გაუმჯობესების გზები);
  • აქვთ უფრო მაღალი სასკოლო მზაობა;
  • გაუმჯობესდა მათი შეფასებები;

თამუნა მასწავლებელმა ასევე გაგვიმხილა, რომ ახლა, ფიქრობს, მშობლებსაც შესთავაზოს ალტარნატიული აქტივობა.

„მშობლებს ვთავაზობ ერთი დღე გახადონ უქმე და არ გამოიყენონ შვილების მეცადინეობისთვის. მეტი დრო გაატარონ მათთან ერთად და თავად დაგეგმონ აქტივობები. მათ იდეა გავუზიარე და დიდი მოწონება დაიმსახურა“, – გვესაუბრა თამუნა მასწავლებელი.

ასევე იხილეთ:

ია მასწავლებლის საჩუქარი პირველკლასელებს – „ანბანის წიგნი ჩვენი პატარებისთვის შევქმენი, ჩამოტვირთეთ”

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში