GE
19 ივნისი, 2025 16:04

„პატარა სკოლის დიდი ამბავი“ – ბნავისის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი გამორჩეული ღონისძიებით დაასრულა

სასწავლო წლის ასეთი ლამაზი ღონისძიებით დასრულება ბევრ სკოლას დაამშვენებდა! გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლამ, სადაც მხოლოდ 25 მოსწავლეა, მონდომებული მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით, წელი სანახაობრივი ღონისძიებით შეაჯამა.

ფოტოები ღონისძიებიდან: „გასეირნება ძველ თბილისში“

„გასეირნება ძველ თბილისში“ – ასე ერქვა სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიებას, რომელშიც მოსწავლეებმა და მთლიანად სკოლამ სული და გული ჩადეს. ყარაჩოხელები, ტფილისელი ტურფები, მირზა გელოვანი – ეს საოცარი სცენები წარმოადგინეს V-VI-VII-VIII და IX კლასის მოსწავლეებმა.

ვიდეო: „ომის ქარცეცხლიდან“ – მირზა გელოვანი

ღონისძიებისა და სკოლის შესახებ EDU.ARIS.GE-ს სკოლის დირექტორი, ეკა ჩხიკვაძე ესაუბრა.

“ჩვენი სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვართ ძალიან აქტიურები და უამრავ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებას ვაკეთებთ. სასწავლო წლის ბოლოს, წარმოვადგინეთ ძალიან საინტერესო ღონისძიება – “გასეირნება ძველ თბილისში” და მიუზიკლი “ქეთო და კოტე”.

ფოტოები ღონისძიებიდან: „გასეირნება ძველ თბილისში“

“სკოლაში სულ 25 მოსწავლეა, მათ შორის, 3 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე. ყველა მოსწავლე ჩართულია ღონისძიებებში თავიანთი შესაძლებლობების გათვალისწინებით. სწორედ ასეთი მცირე კონტიგენტის გამო შევურჩიე სიუჟეტს ასეთი სათაური – „პატარა სკოლის დიდი ამბავი“ – გვითხრა სკოლის დირექტორმა ეკა ჩხიკვაძემ.

ვიდეო: ყარაჩოხელები და თბილისელი ტურფები

ღონისძიების ფინალური აკორდი იყო დაჯილდოება. სიგელები გადაეცა პროეექტში მონაწილე ყველა კლასს. წარჩინებულ მოსწავლეებს, ფასიანი საჩუქარი ყველა მონაწილეს. გამოვლინდა 2024-2025 სასწავლო წლის საუკეთესო კლასი -IX კლასი.

schools.ge სკოლებზე და სკოლებში