დაფა, როგორც უზარმაზარი სავარჯიშო რვეული – მასწავლებლის შექმნილი რესურსი მოსწავლეებისთვის
პირველი და მეორე კლასელი მოსწავვლეებისთვის განსაკუთრებით დიდი გამოწვევა წერა და წერასთან დაკავშირებული საკითხებია. როგორც გავარკვიეთ, ქართულის ცალხაზიან და მათემატიკის უჯრებიან რვეულში სწორად წერა ახლა ბევრი პატარას თავსატეხია.
ამ გამოწვევას დაწყებითი კლასების პედაგოგმა, თეონა მახარაძემ საკუთარი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები დაუპირისპირა.
EDU.ARIS.GE-სთან თეონა მასწავლებელი, დღეს, 8 ნოემბერს საუბრობს.
როგორც განგვიმარტა, მან თავად შექმნა ქართულის და მათემატიკის უზარმაზარი “თეთრი დაფა” და მას საკლასო ოთახში არსებულ დაფასთან გამოუყო ადგილი.
როგორც პედაგოგმა მოგვითხრო, ამ დაფაზე მოსწავლეები სწორად წერას ყოველდღიურად სწავლობენ.
იხილეთ რესურსის ფოტო:
როგორ დავამზადოთ რესურსი:
– რესურსის დამზადებისთვის თქვენ დაგჭირდებათ: გამჭვირვალე ცელოფანი (მაგიდის) სახაზავი, მარკერი. პერმანენტული მარკერით უნდა დახაზოთ ქართულისა და მათემატიკის ბადე, თეთრი დაფის მარკერით შეძლებთ ტექსტის დაწერასა და წაშლას.
ასევე იხილეთ;
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
როგორ და რა ვადით ხდება ჯანმრთელობის გამო მოსწავლის სასკოლო ფორმის ტარებისგან გათავისუფლება – პროცედურა შინაგანაწესის მიხედვით by სკოლების ამბები



