პირველი კურსდამთავრებული კანადაში – გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლემ დაფინანსება 12 სხვადასხვა უნივერსიტეტში მოიპოვა
პირველი მოსწავლე კანადაში!
გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლემ, მაქსიმე ნაავგუსტმა დაფინანსება 12 სხვადასხვა უნივერსიტეტში მოიპოვა — საერთო ჯამში მილიონ დოლარზე მეტი! მიუხედავად მრავალფეროვანი არჩევანისა, მან გადაწყვიტა სწავლა გააგრძელოს კანადაში, McGill University – ში, Environmental Science – ის პროგრამაზე სრული დაფინანსებით.
“AIA-GESS – მა არა მხოლოდ ცოდნა და უნარები მომცა, არამედ მოტივაციაც, რომ საზღვარგარეთ მესწავლა. სკოლის საერთაშორისო პროექტებმა და მუდმივმა წახალისებამ ხელი შემიწყო, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსიად ჩამოვყალიბებულიყავი“, – ამბობს მაქსიმე.
McGill University ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ კანადაში, არამედ მთელ მსოფლიოში. იგი რეიტინგით მსოფლიოს 30 საუკეთესო უნივერსიტეტში შედის.
Environmental Science – ის პროგრამა გულისხმობს მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების თანამედროვე გამოწვევებზე მუშაობას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს მსოფლიო დონეზე.
ეს მიმართულება აერთიანებს ბიოლოგიას, ქიმიას, გეოგრაფიასა და პოლიტიკას, რათა სტუდენტებმა უკეთესად გაიაზრონ გარემოსდაცვითი პრობლემები და მოძებნონ პრაქტიკული გადაწყვეტები.
გიმნაზია ულოცავს მაქსიმეს და წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე!
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS