GE
1 მაისი, 2020 17:22

პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში – გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლის წარმატების ისტორია

სკოლა გიმნაზია აია-GESS-ს მრავალი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს. მათ შორის რთულია საუკეთესოების გამორჩევა. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს:

თბილისის სერვანტესის სახელობის სკოლა გიმნაზია “აია-GESS”-ის მოსწავლე მარიამ მიქაძე – რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – “ლეონარდო და ვინჩის” მეორე ადგილის მფლობელი. თიბისი ბანკის 2019 წლის სტიპენდიანტი;

ის არის საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის- IEARN-ის აქტიური მონაწილე,  არაფორმალური განათლება-მიგელ დე სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში არსებული” დებატთა კლუბის” მენტორი. ასევე გაწევრიანებულია სკოლაში მოქმედ კლუბ “LEOU”-ში, რომელიც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დედამიწის სხვადასხვა წერტილებზე და საინტერესო ფაქტებზე.

მარიამი ათასწლეულის ფონდის მიერ ჩატარებული ინოვაციის კონკურსის ფინალისტია  – 2018 წელი. ასევე არის  “საქართველოს ფერმერთა ასოციაცის” სტიპენდიანტი და ათასწლეულის ფონდის ინოვაციის მიმდინარე კონკურსის ფინალისტი -2020 წელი.

სკოლის სხვა ამბები

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS