პირველკლასელთა I და II ეტაპის რეგისტრაციის ვადები შეიცვალა – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი და მეორე ეტაპის ვადებთან დაკავშირებით ცვლილებაა.
განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ცვლილების ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, დღეიდან, 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, მიმართონ სასურველ სკოლებს და ბავშვები პირველ კლასში დაარეგისტრირონ.
გარდა ამისა, ცვლილება ეხება რეგისტრაციის II ეტაპსაც, რომელიც 21 აპრილის ნაცვლად, 24 აპრილს დაიწყება და 8 მაისს დასრულდება.
II ეტაპის ფარგლებში რეგისტრირდებიან მოსწავლეები, რომელთა:
- და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში;
- მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
- ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
გივი მიქანაძის უწყების ცნობით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, გამონაკლისის სახით, 2026–2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
იმისთვის, რომ რეგისტრაციის ყველა ეტაპი შეუფერხებლად განხორციელდეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება პირველი და მეორე ეტაპის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს 4 აპრილის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
-
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა by სკოლების ამბები
-
„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS