13 ოქტომბერი, 2026 11:20
„პოლიგლოტში“ TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდის მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა
სკოლა „პოლიგლოტმა“ English Book Education-ის TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდაში მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.
„პოლიგლოტის“ მიერ 12 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს TOEFL-ის სამივე ტური და ინგლისურ ენაში მაღალი აკადემიური დონე გამოავლინეს.
„ყველა ფინალისტს გადაეცა TOEFL-ის საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც მათი ცოდნისა და შრომის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
ვულოცავთ „პოლიგლოტის“ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს დიდ წარმატებას და მადლობას ვუხდით მშობლებს აქტიური მხარდაჭერისთვის“, – აცხადებენ სკოლაში.