GE
3 ნოემბერი, 2016 13:50

პროექტი – „წიგნი ჩვენი მეგობარია“ ფარგლებში თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს

მესამეკლასელების პროექტი – „წიგნი ჩვენი მეგობარია“ ფარგლებში თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი წიგნები და პოსტერები, თანატოლებისთვის მოაწყვეს გამოფენა-პრეზენტაციები და წარადგინეს თავიანთი მონო-სპექტაკლი – „ნინი, ზუკა და დედამიწა“.

მესამეკლასელები შეხვდნენ მწერალს, მაკა ლდოკონენს, რომელმაც ბავშვებს გააცნო საბავშვო ლიტერატურა, ხოლო მოსწავლეებმა – საკუთარი მოთხრობები.

ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა შექმნეს ავტოგრაფებისა და სურვილების სამახსოვრო პოსტერი.

თბილისის მწვანე სკოლა