GE
12 ოქტომბერი, 2016 15:22

თბილისის მწვანე სკოლას საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის წარმომადგენლები თბილისის მწვანე სკოლას ესტუმრნენ.

დებატების საერთაშორისო ფორუმებში, რომელებშიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ წელს მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, რთულ კონკურენტუნარიან გარემოში, ბოლო 5 წლის მანძილზე პირველად შეძლეს ქართველმა მოდებატეებმა ფორუმის ფინალში გამარჯვება.
ჩვენი მოსწავლე, ირაკლი მაცაბერიძე გამარჯვებული ქართული დელეგაციის აქტიური მოდებატე იყო.

დღევანდელ შეხვედრაზე უცხოელმა სტუმრებმა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ჩვენს მოსწავლეებს გაუზიარეს ფორმალური დებატების სწავლებასთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება და შესთავაზეს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის მიღება.

თბილისის მწვანე სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს სკოლაში არსებულ, აქტიურად მოქმედ, დებატების კლუბში.

თბილისის მწვანე სკოლა