GE
29 თებერვალი, 2024 15:13

პროფესორ ცირა ბარბაქაძის საჯარო ლექცია სკოლა „პოლიგლოტში“: „ციფრული სამყარო და ახალი პროფესიები“

ციფრულმა ეპოქამ ადამიანი უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა. ცვლილებები შეეხო პროფესიებსაც. ქრება ტრადიციული პროფესიები და, ამავე დროს, უამრავი ახალი პროფესია ჩნდება. ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებსაც გვთავაზობს.

იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროთ მომავალი, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა არჩევანი გაქვს, შემდეგ – რას ვირჩევთ, რა უნარები გვაქვს და რის შეძენა გვჭირდება, რომ მივაღწიოთ მიზანს.

ციფრულ ეპოქაში და მუდმივად ცვალებად გარემოში პროფესიის არჩევა აღარ ეფუძნება ტრადიციულ გაგებას;

ახალ სამყაროში პროფესიის არჩევის საფუძველია:

  • მსოფლმხედველობის და ღირებულებების ფორმირება;
  • მოსწავლეთა მუდმივად ცვალებადი ინტერესების და უნარების კვლევა;
  • ახალი უნარების განვითარება;
  • ციფრული სამყაროს ახალი პროფესიების ცოდნა;
  • არჩევანის თავისუფლება;

ლექციის ფარგლებში სწორედ ამ და სხვა საკითხებზე მოსწავლეებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა. ასევე განიხილეს პროფესიის არჩევის იკიგაის იაპონური მეთოდი – რომელიც ცხოვრების საზრისის პოვნას ეფუძნება.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში