14 ივნისი, 2017 13:40
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” არაფორმალური განათლების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” გაიმართა არაფორმალური განათლების შემაჯამებელი ღონისძიება. შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ პროგრესელები, რომლებიც წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული არაფორმალური განათლების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობაში.
- ორი მოსწავლე სკოლა “პროგრესის” დაფინანსებით გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში, ხოლო ერთი მოსწავლე გერმანიაში;
- სკოლა “პროგრესის” მიერ 3-დღიანი ექსკურსიით დაჯილდოვდნენ სკოლის ინტელექტუალური გუნდის წევრები;
- ექვსი მოსწავლეს გადაეცა საგზური ლიდერთა სკოლაში, მერიის ახალგაზრდობის სამსახურის მიერ;
- ფიტნეს კლუბ “გალილეოს” 6 აბონიმენტი გადაეცა ყველაზე აქტიურ მონაწილეს;
- ექვსი მონაწილე ჩაერთვება საგანმანათლებლო სიმულაციურ თამაშში, რომელიც ორგანიზებულია გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია crisp-ის მიერ;
- 1-წლიანი სწავლება ჟურნალისტიკის სკოლაში 1 მოსწავლისთვის, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ;
- არასამთავრობო ორგანიზაცია – ნეოფილების კლუბი – ასაკობრივი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა გადაეცათ კლუბის ინტელექტუალებს;
არაფორმალური განათლების ყველა აქტიურ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.