ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში” მასწავლებელთა კონფერენცია ჩატარდა
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში, სკოლის დირექტორი ნანა ჩარექიშვილის და საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი ჯაბა შაინიძის ინიციატივით, გაიმართა მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით: “პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით“, რომელიც მიზნად ისახავდა მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას:
კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნების პედაგოგებმა წაიკითხეს, მათ შორის იყვნენ:
- ქართული ენისა და ლიტერატურის;
- მათემატიკის;
- ინგლიური ენის ;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების;
- საზოგადოებრივ მეცნიერებების;
- დაწყებითი განათლების მასწავლებლები.
თითოეული მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია გამოირჩეოდა იმით, რომ თემები ფართოდ, დეტალურად და აუდიტორიისთვის მარტივად აღსაქმელად იყო გადმოცემული, რამაც დამსწრე პედაგოგებს საშუალება მისცა მათთვის საინტერესო საკითხებზე ღირებული და პრაქტიკული რჩევები მიეღოთ.
სკოლა პროგრესი მადლობას უხდის კონფერენციაში მონაწილე თითოეულ პედაგოგს მათ მიერ გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის და კოლეგიალურობისთვის.
-
პროგრესელი ვიტალი რევიშვილი და მისი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში III ადგილზე გავიდა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა “პროგრესს” (ქუთაისი) პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)