GE
3 აპრილი, 2017 13:48

ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში” პედაგოგთა გადამზადების ტრენინგის ბოლო ნაწილი გაიმართა

1 აპრილს, პროგრამის “ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასისათვის” ფარგლებში გაიმართა პედაგოგთა გადამზადების ტრენინგის ბოლო ნაწილი ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში”.

შეხვედრას უძღვებოდა RICDOG–ის გამგეობის წევრი აკაკი საღინაძე. აღნიშნული სასწავლო საგნების განმახორციელებელი ორგანიზაცია არის Junior Achievement Georgia, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს RICDOG-თან.

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო’’ გთავაზობთ ქართულ ენაზე თარგმნილ და ქართულ გარემოსთან ადაპტირებული ბიზნესის უნარ-ჩვევების 7 პროგრამას, რომლებიც განკუთვნილია 1-6 კლასების მოსწავლეებისთვის.

პროგრამები მოსწავლეებისთვის თვალსაჩინოს ხდის მათი მომავალი სამუშაო ადგილის შესაბამისობას მათ ცოდნასა და უნარ-ჩვევებთან, უზრუნველყოფს მოსწავლეებში სოციალური მეცნიერებების საბაზისო საფეხურის სტანდარტებით გათვალისწინებული უნარ-შესაძლებლობების ჩამოყალიბებას, ხელს უწყობს დასაქმებისთვის მზაობისა და პროფორიენტაციის აკადემიური სტანდარტების მიღწევას.

ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესისა” და მოსწავლეთა მშობლების ჩართულობით მიმდინარე სასწავლო წელს დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ემატებათ ახალი სასწავლო საგანი “ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასისათვის”.

Aris.ge - განათლება განათლება