ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” გთავაზობთ გაცვლით პროგრამას პოლონეთში
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი’’ გთავაზობთ გაცვლით პროგრამას პოლონეთში.
გაცვლითი პროგრამის მთავარი მიზანია კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია პოლონელ და ქართველ მოსწავლეებს შორის, ვიზიტისას პოლონეთში დაგეგმილია საქართველოს კულტურის დღეები.
პროგრამის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ვორქშოფები და ექვსკურსიები, მოსწავლეები დაბინავდებიან მასპინძელ ოჯახებში.
სასკოლო დღე დაიწყება 7:50 სთ-ზე და დასრულდება 15:00 სთ-ზე. მოსწავლეები 15:00 საათის შემდეგ, ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ ღონსიძიებებში.
პროგრამის ფარგლებში შეირჩევა მხოლოდ 15 მოსწავლე.
შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ინგლისურ ენებში! პროგრამის ხანგრძლივობა 10 დღე. მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო და საჯარო სკოლის მერვე -მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს; პროგრამაში მონაწილეობას მოსწავლეებთან ერთად მიიღებს სკოლა ,,პროგრესის’’ დირექცია და 10 პედაგოგი.
პროგრამა დაგემილია ოქტომბრის ბოლოს; ფასი: 350 ევრო; ფასი მოიცავს: ავიაბილეთებს და პონონეთში შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს; რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ‘’პროგრესის’’ ადმინისტრაცია: ქ. ქუთაისი , დ.აღმაშენებლის #20, ქ.თბილისი, ბუდაპეშტის #1 ქ. ბათუმი, ტ. აბუსერიძის #11.
ტელ: (+995 431) 25 25 09; 599 90 80 41; 595096177
ელ-ფოსტა: [email protected] www.schoolprogress.ge