ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს სთავაზობს
21-ე საუკუნე ეს არის ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიები საუკუნე. ახალგაზრდობის და სახელმწიფოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს განათლების სისტემა ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს, რამდენად შეძლებს სკოლა მოზარდ თაობას მისცეს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მოთხოვნადია თანამედროვე მსოფლიო გლობალურ სისტემაში.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ აქაც პირველია. უკვე ორი წელია სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი აკადემია – STEM Academy, რომელიშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები.
აკადემიის მიზანი: რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან გაეცნონ მოზარდები თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, თავადვე ჩაერთონ სხვადასხვა ტექნიკურ თუ ტექნოლოგიურ პროექტებში. პრაქტიკულად აითვისონ ყოველივე ის, რასაც თეორიულად სწავლობენ სახელმძღვანელოებში, სხვადასხვა წიგნებში თუ ინტერნეტ სივრცეში.
ამ მხრივ სკოლა პროგრესს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი წელია გასული მას შემდეგ რაც პროგრამა დაინერგა, თვალსაჩინო მიღწევები აქვს, 2017 წელს ლეონარდო და ვინჩის კონკურსში ქუთაისის სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა პირველი, ხოლო თბილისის სკოლა „პროგრესმა“ მეორე ადგილი და გრანტი დაიმსახურეს.
სკოლა „პროგრესი“ მოსწავლეები საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ „ინტელის“ საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე – Intel ISEF (https://student.societyforscience.org/intel-isef) ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში;
წელს სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გააფართოოს წრის საქმიანობა და უფრო მეტი მოზარდის ჩართვა მოხდეს ამ მიმართულებით, შესაბამისად გაიზარდა მატერილური ბაზა.
მიზანი ერთია, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან ეზიარონ მოზარდები თანამედროვე ტექნოლოგიურ, თუ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ტექნიკური პოგრამირება, რობოტოტექნიკა) თავადვე მიიღონ მონაწილეობა და პრაქტიკულდ ჩაერთონ სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობების შექმნაში, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თუ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში.
ამ ეტაპზე აღნიშნულ წრეში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მოსწავლეებს მე-6 კლასიდან (დასაშვებია გამონაკლისებიც).
დეტალებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
ქართულ-ამერიკული საერთშორისო სკოლა „პროგრესი“
ქუთაის, თბილისი,ბათუმი
ტელ: +995 431 25 25 09; 599 90 80 41
gaschoolprogressinfo@gmail.com