GE
4 მაისი, 2020 11:08

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა ქუთაისს გვირილობის დღესასწაული ორიგინალურად მიულოცეს

ქუთაისი 2 მაისს ქუთაისი ქალაქობას იგივე გვირილობას აღნიშნავს. კორონავირუსის პანდემიის გამო ქალაქი ჩვეული ღონისძიებებით ვერ შეხვდა. ყველა ქუთაისელი და არამარტო ქუთაისელი როგორც შეეძლო ისე ულოცავდა ყველაზე პროგრესულ ქალაქს დღესასწაულს.

გვირილობის დღესასწაული ქუთაისს ორიგინალურად მიულოცა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის III (გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის გურანდა ბანძელაძის ხელმძღვანელობით.

პროგრესელებმა გარკვეულწილად პერფომანსი მოაწყვეს, მათ ჩაწერეს ვიდეოები სადაც ლექსებითა და გვირილებით ქალაქს გვირილობას ულოცავდნენ. აღნიშნულმა ვიდეორგოლმა ქუთაისელების დიდი მოწონება დაიმსახურა.

Aris.ge - განათლება განათლება