GE
30 მაისი, 2019 13:03

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ მოსწავლეებს ინტელექტუალურ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის იწვევს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოფილების კლუბი“ და ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“, იმერეთის ინტელექტ კლუბის მხარდაჭერით, 8 ივნისს, მონაწილეობის მისაღებად გიწვევთ ინტელექტუალურ ჩემპიონატში “მოზაიკა”.

გუნდური ინტელექტუალური თამაში „მოზაიკა“ განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერი კერძო და საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდებისათვის.

თამაშში მონაწილეობს მიღება შეუძლია 3 ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებს:
I ლიგა – III-VI კლასი
II ლიგა – VII-IX კლასი
III ლიგა – X-XII კლასი

თამაშის ჩატარების ენა: „მოზაიკა“ ქართულ ენაზე ჩატარდება III-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო ინგლისურ ენაზე – VII-XII კლასელებისათვის.

თოთოეული სკოლიდან მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ასევე, ერთი გუნდის წევრები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

შეკითხვების რაოდენობა და ფორმატი:
I ლიგა – 20 შეკითხვა, II და III ლიგა – 30-30 შეკითხვა.
თითოეულ შეკითხვაზე პასუხის მოსაფიქრებელი დრო არის 1 წუთი.
შეკითხვები სხვადასხვა სფეროდან იქნება შერჩეული, მაგალითად: კინო, მუსიკა, მეცნიერება, ტექნოლოგია, თანამედროვე მსოფლიოს ამბები, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა და ა.შ. მრავალფეროვანი იქნება შეკითხვების სტილიც. მიუხედავად იმისა, რომ თემების არეალი ფართოა, ყველა შეკითხვა დაფუძნებულია ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებაზე. ფაქტობრივი ცოდნა მოთამაშეებს ხელს შეუწყობთ სწორი პასუხის გამოცნობაში.
თითოეულ ლიგის შეკითხვების შედგენის დროს გათვალისწინებული იქნება მონაწილეთა ასაკი.

პრიზები:
გამარჯვებული გუნდებისათვის პრიზები დააწესა ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა „პროგრესმა“.
I ლიგა
გამარჯვებული გუნდის ექვსივე წევრს 50%-ით დაუფინანსდება 1 წლიანი სასწავლო პროგრამა STEM Academy-ში, ხოლო საუკეთესო მოთამაშეს, რომელიც ბლიც შეკითხვების საშუალებით გამოვლინდება, სწავლა დაუფინანსდება სრულად. STEM Academy-ში მოზარდები ადრეული ასაკიდან ეზიარებიან თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ტექნიკური პოგრამირება, რობოტოტექნიკა). ქმნიან სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობას, მონაწილეობენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსსა და პროექტში.

მეორე ადგილოსანი გუნდის ექვსივე წევრს, 6 თვის განმავლობაში, სწავლა დაუფინანსდება ბრიტანულ ბიზნეს სკოლაში.

II ლიგა
პირველ ადგილოსანი გუნდის ექვსივე წევრი, 1 წლის განმავლობაში, მიიღებს 50%-იან ფასდაკლებას cambridge-ისა ან TOEFL-ის გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსებზე. საუკეთესო მოთამაშე კი – 100%-იან დაფინანსებას.
მეორე ადგილოსანი გუნდის ექვსივე წევრს, 6 თვის განმავლობაში, სწავლა დაუფინანსდება ბრიტანულ ბიზნეს სკოლაში.

III ლიგა
I ადგილოსანი გუნდის ყველა წევრი დასაჩუქრდება ამერიკული საზაფხულო სკოლის 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით, რომელიც 2019 წლის ზაფხულში გაიმართება ქალაქ ბათუმში. ხოლო საუკეთესო მოთამაშეს, რომელიც თამაშის ბოლოს გამოვლინდება ბლიც შეკითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებით, სრულად დაუფინანსდება საზაფხულო სკოლა.
II ადგილოსანი გუნდის ყველა მონაწილე დასაჩუქრდება 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით ამერიკულ, საერთაშორისოდ აღიარებულ, დიპლომირებულ სკოლაში. ამერიკული სკოლა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ქართული საჯარო ან კერძო სკოლის სახელმწიფო ატესტატის პარალელურად, მიიღოთ საერთაშორისო ატესტატი.
2019 წლის საზაფხულო სკოლის 5 გამორჩეული მონაწილე სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში.

თითოეული ლიგის I, II და III ადგილის მფლობელი გუნდები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ჩემპიონატის ყველა მონაწილე დასაჩუქრდება 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ შემდეგ სასწავლო პროგრამებზე: STEM Academy, ამერიკული სკოლა, cambridge-ისა და TOEFL-ის გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები.

სარეგისტრაციო თანხა: თითოეული გუნდისათვის შეადგენს 60 ლარს (თითოეული წევრისთვის 10 ლარი).

ჩატარების განრიგი:
09:30-11:30 საათი I ლიგა
გუნდების დაჯილდოება
13:00-14:30 საათი – II ლიგა
გუნდების დაჯილდოება
16:00-17:30 საათი – III ლიგა
გუნდების დაჯილდოება

ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“. მისამართი: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №20

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: theneophilesclub@gmail.com
T 557648886

Aris.ge - განათლება განათლება