GE
6 აგვისტო, 2019 16:12

ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” კურსდამთავრებულებმა უცხო ენების გამოცდაში უმაღლესი ქულები აიღეს

გუგა ქათამაძე და გიორგი ბარაბაძე იმ აბიტურიენტთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს თავი წარმატებით გაართვეს და უცხო ენებში მაქსიმალური ქულა აიღეს. ორივე მათგანი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის “პროგრესის” კურსდამთავრებულია.

მომავალი სტუდენტები ამბობენ, რომ უცხო ენებისადმი მიდრეკილება თავიდანვე ჰქონდათ, ამდენად ნიჭი და სკოლაში მიღებული განათლებაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური, 80 ქულის აღებაში დაეხმარათ.

ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა აიღო გიორგის ძმამაც, დათო ბარაბაძემ. როგორც ისინი ამბობენ, ეს გამოცდა მათთვის სირთულეს სულაც არ წარმოადგენდა და საგამოცდო სექტორში ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე შევიდნენ, მეტიც, საგნისთვის განკუთვნილი დროც მორჩათ. გუგას თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე ჩაბარება სურს, გიორგი კი სწავლას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ძმასთან ერთად გააგრძელებს.

Aris.ge - განათლება განათლება