11 ივნისი, 2019 14:41
ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლეებმა დებატების ჩემპიონატზე გაიმარჯვეს
ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” დებატკლუბის გამარჯვებულ წევრებს, მარიამ კობახიძეს, გელა კუხიანიძეს, ზიზი რამიშვილს, ელენე ენდელაძეს და ნინი ბოკელევაძეს სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კილაძე შეხვდა, მათ გამარჯვება მიულოცა საქართველოს დებატების ჩემპიონატზე და წარმატებები უსურვა.
მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ “საქართველოს მომავლის აკადემიის” პროექტში ,, #იდებატე: კანონის უზენაესობა” – აღნიშნული დებატების გრანდ ფინალის და შესაბამისად ტურნირის გამარჯვებული გახდა გელა კუხიანიძესა და მარიამ კობახიძს გუნდი, ასევე მარიამ კობახიძე დასახელდა გრანდფინალის საუკეთესო გამომსვლელად.
სკოლა “პროგრესი” ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას, ასევე მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებას, ერთ-ერთი ამის მაგალითია ჩვენი დებატ-კლუბი
-
პროგრესელი ვიტალი რევიშვილი და მისი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში III ადგილზე გავიდა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა “პროგრესს” (ქუთაისი) პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)