ქართულ-ამერიკულმა სკოლა ”პროგრესმა” ქუთაისის მასშტაბით წლის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების ტიტული მოიპოვა
ქუთაისში „წლის ბიზნესი 2016“-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინიციატივით , ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ ბიზნეს კომპანიებს შორის მეორედ ჩატარდა.
კონკურსი მიზნად წარმატებული ბიზნეს კომპანიების წახალისებას ისახავდა. ამ კომპანიებს მენეჯმენტის ძალისხმევით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქუთაისში ბიზნესის განვითარების საქმეში.
სპეციალური პრიზით სულ 15 კომპანია დაჯილდოვდა. კონკურში მონაწილეობა 46- მა კომპანიამ მიიღო. გამოვლინდა 15 ნომინაცია.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ”პროგრესმა” გაიმარჯვა ნომინაციაში წლის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება.
გამარჯვებულებს საჩუქრები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა, ვიცე-გუბერნატორებმა: პაატა ნადირაძემ , იოსებ ხახალეიშვილმა,მაჟორიტარმა დეპუტატებმა, სამსახურის უფროსებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.
-
პროგრესელი ვიტალი რევიშვილი და მისი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში III ადგილზე გავიდა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა “პროგრესს” (ქუთაისი) პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)