GE
30 აპრილი, 2026 16:46

ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე (EMO-2026) მე-6 ადგილი დაიკავეს

23-29 აპრილს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, ევროპის I მათემატიკური ოლიმპიადა (EMO-2026) გაიმართა, რომელზეც ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი, ასევე, 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

ოლიმპიადაში 19 ქვეყნის 124 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათგან ინდივიდუალურ შეჯიბრში ოქროს მედლის მფლობელი გახდა 11, რომელთა შორისაც არის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ჟღენტი (36 ქულა). ოქროს მედლები ასევე მოიპოვეს ყაზახეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, უკრაინისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა.

რაც შეეხება ვერცხლის მედლებს, ოლიმპიადაზე ვერცხლისმედალოსანი სხვადასხვა ქვეყნის 23 მონაწილე გახდა, მათ შორის:

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შეროზია (31 ქულა);

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე მირზა შანიძე (28 ქულა);

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გუმბერიძე (28 ქულა).

საქართველოდან საპატიო სიგელები მოიპოვეს:

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლემ, რატი რატიანმა (17 ქულა);

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ალექსანდრე კაციამ (15 ქულა).

ამ მაჩვენებლებით საქართველომ, ჯამურად, 19 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა.

საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნების პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

  • უკრაინა – 306 ქულა
  • ლიეტუვა – 235 ქულა
  • ყაზახეთი – 193 ქულა
  • ბულგარეთი – 177 ქულა
  • საფრანგეთი – 169 ქულა
  • საქართველო – 155 ქულა
  • სომხეთი – 151 ქულა
  • ლატვია – 147 ქულა
  • პოლონეთი – 145 ქულა
  • შვეიცარია – 139 ქულა

ცნობისთვის, EMO-2026 წელს პირველად გაიმართა და მათემატიკის სხვა ოლიმპიადებს შორის მისი რეიტინგი ჯერჯერობით უცნობია. ყველაზე რეიტინგულ მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO-2025), ავსტრალიაში, ქართველებმა ახალგაზრდებმა ჯგუფურად 63-ე ადგილი დაიკავეს.

schools.ge (ნ)