19 თებერვალი, 2026 13:29
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე ოლიმპიადა „მოაზროვნის“ საბაზო საფეხურის გამარჯვებულია
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ტატო (ტარიელ) კოჩაძე ოლიმპიადა „მოაზროვნის“ საბაზო საფეხურის გამარჯვებულია.
სკოლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლემ ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები და სხვადასხვა წამახალისებელ პრიზთან ერთად, სპეციალური პრიზი – საგზური გერმანიაში (ფრანკფურტში) მიიღო.
„მათემატიკის მასწავლებელი – ივანე გოქაძე. დამრიგებელი – ნათია ყანჩაველი.
ვულოცავთ ტატოს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ გამარჯვებას“, – აცხადებენ სკოლაში.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები