ქუთაისის მერია უფროსკლასელებს ბაკურიანში, უფასო საზაფხულო ბანაკში იწვევს – კონკურსის ვადები და პირობები
თუ სწავლობ ქუთაისის საჯარო სკოლაში და ხარ მე-8, მე-9 ან მე-10 კლასის მოსწავლე, მაშინ სრულიად უფასოდ შეგიძლია დაისვენო ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში, რომლის თემატიკაა – „ქუთაისი იუნესკოს ლიტერატურული ქალაქი“. ბანაკი წელს ორ ნაკადად ხორცილდება.
ვადები და პროცედურები:
კონკურსის პირველი ეტაპი, სააპლიკაციო ფორმების შევსებაა – სააპლიკაციო ფორმა
მეორე ეტაპზე, შერჩეულმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო სკოლიდან კლასისა და შეფასების მითითებით. ასევე მშობლის თანხმობა ბანაკში მონაწილეობის შესახებ.
კონკურსში ჩართვა შეუძლიათ ქუთაისის საჯარო სკოლების მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებს. ბანაკი ორ ეტაპად 15 – დან 22 აგვისტომდე და 22 – დან 29 აგვისტომდე დაბა ბაკურიანში მოეწყობა.
სააპლიკაციო ფორმის მიღება იწყება 19 ივლისს და დასრულდება 28 ივლისს.
ბანაკში მონაწილეობა სრულიად უფასოა – მონაწილეების ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებასა და სამჯერად კვებას ქუთაისის მერია აფინანსებს.