GE
9 ივნისი, 2025 17:16

ეროვნული სამოსის დღე სკოლა პოლიგლოტში

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, სოფიო ლიჩელმა, ჩაატარა ღონისძიება – პოდიუმი სახელწოდებით ,,ქეთო და კოტე“, სადაც მონაწილეობდნენ სკოლა პოლიგლოტის ხატვის წრის ,,სფუმატოს“ ნორჩი მხატვრები.

მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის ინსპირაციით შექმნეს ულამაზესი ტილოები და ამ ლამაზ სამოსში გამოწყობილებმა შეასრულეს ქართული, აჭარული და ოსური ცეკვები. ისინი მონარნარებდნენ წითელ ხალიჩაზე და წარმოგვიდგენდნენ ქართული ფილმებიდან ცნობილ პერსონაჟებს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფიო ლიჩელს ასეთი ლამაზი და ეროვნული სულისკვეთებით სავსე ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა სკოლის სასწავლო ნაწილს-ეკატერინე სიორდიას, დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელს-თეა ჯაღიაშვილს, ღონისძიების წამყვანებს: ნონა წამალაშვილს, ანა მუმლაძეს და მუსიკის მასწავლებელ – ანა ზაზაშვილს. ხოლო განსაკუთრებული მადლობა მშობლებს აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE - სკოლები