GE
22 აპრილი, 2025 09:50

გიმნაზიაში AIA-GESS სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

გიმნაზიაში AIA-GESS სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა „Easter Through the AIA-GESS Lens“ გაიმართა.

გამოფენის ყველაზე თბილი და გამორჩეული ნაწილი მეათე კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული სააღდგომო ტკბილეული და ხელნაკეთი ნივთები იყო. მათ ტრადიციული დეკორაციები და ინსტალაციები თანამედროვე თვალით დაგვანახეს, თითოეულ ნივთს თავისი პატარა ისტორია ჰქონდა და ზრუნვისა და თანაგრძნობის მესიჯს ატარებდა.

მეშვიდე კლასელებმა კი ბიზნეს უნარების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და ჯანსაღი ტკბილეულის – მზრუნველობით დაფასოებული Healthy Snack-ების კონცეფცია შეიმუშავეს.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მეწარმეობისა და მწვანე სივრცის კლუბების მოსწავლეებიც, რომლებმაც თავიანთი კრეატიულობითა და იდეებით გამოფენას კიდევ უფრო საინტერესო სახე მისცეს.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში