GE
27 ნოემბერი, 2019 17:46

რა ადგილი უჭირავს სპორტს სკოლა „პროგრესის“ ცხოვრებაში?

სპორტი არამარტო აწრთობს ადამიანის სხეულს, არამედ ის სულის გაჯანსაღებისთვისაც არაჩვეულებრივი საშუალებაა, შესაბამისად, ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ უმაღლესი ხარისხის განათლების მიღებასთან ერთად, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა სპორტს.

სკოლის აღსაზრდელები სპორტის არაერთი სახეობით არიან დაკავებული, მათ შორის კალათბურთით. მოგეხსენებათ, სასპორტო სკოლასა და „პროგრესს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, არსებობს „ბასკოს“ ბაზაზე არსებული „პროგრესელთა“ გუნდი, რომლის მწვრთვნელიც არაერთი წარმატებისა და ტიტულის მფლობელი ჯაბა ბაქრაძეა.

სკოლის აღსაზრდელები ასევე მეცადინეობენ ფეხბურთში, საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმის ბაზაზე, რომლებსაც არაჩვეულებრივი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი, გიორგი ბერძენიშვილი ჰყავთ მწვრთვნელად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტის სახეობა, რომელიც ავითარებს აზროვნების უნარს, დიდი ყურადღება ექცევა სკოლა „პროგრესში“, სკოლის აღსაზრდელები ჭადრაკის თამაშს ეუფლებიან, მათ კი ამაში მასწავლებელი ნინო კეკელიძე ეხმარება.

მოსწავლეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მასწავლებლების: დავით ონიაშვილისა და ომარ ტოყოშვილის დახმარებით, ივარჯიშონ მაგიდის ჩოგბურთში, რაც მათ დაეხმარება რომ უფრო სხარტები და მობილიზებულები იყვნენ. „პროგრესისთვის“ თავის აღსაზრდელებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია უპირველესი ამოცანაა.

სკოლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსწავლეებს აღნიშნული მიმართულებით აუმაღლოს ინტერესი, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ სპორტის ამა თუ იმ სახეობაში და წარმატებები მოუტანონ არამარტო სკოლას, არამედ რეგიონსა და ქვეყანას.

Aris.ge - განათლება განათლება