ვის მოუწევს მე-12 კლასის გაცდენების ექსტერნი გამოცდის ჩაბარება 12 ივნისის ჩათვლით – რა უნდა იცოდეს მშობელმა
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი ხვალ, 20 მაისს სრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები და მშობლები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, უწევს თუ არა მეთორმეტეკლასელს ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება.
როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს, 19 მაისს გაარკვია, მოსწავლე გამოცდას აბარებს, თუ 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში, კონკრეტულ საგანში წლის მანძილზე გაცდენილი აქვს ამ საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ზე მეტი და სწორედ ეს უნდა გადაამოწმოს მშობელმა.
რაც შეეხება გამოცდასთან დაკავშირებულ დეტალებს, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, გამოცდის ჩასაბარებლად პირველ რიგში აუცილებელია მიმართოთ სკოლას, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მოსწავლე დაარეგისტრიროს. ექსტერნად რეგისტრაცია 2026 წლის 21 მაისიდან დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება გამოცდას, გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება 2026 წლის 29 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით. გამოცდა, სავარაუდოდ, ტესტური იქნება და უშუალოდ სკოლაში ჩატარდება.
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მშობლებს ხარჯს გვიორმაგებენ!“ – წლის დასაწყისში ტანსაცმელს იყიდით, სემესტრის ბოლომდე კი – სასკოლო ფორმას by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი