„რამე ხომ არ დამავიწყდა, ბავშვებო?” – ქუთაისელი პედაგოგისა და უფროსკლასელების იუმორით სავსე ვიდეო
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში 11 წელია, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საგნებს გამორჩეული იუმორის მქონე პედაგოგი, თამუნა ბეჟუაშვილი ასწავლის.
მასწავლებლის იუმორი, ფერადი თმა, პირსინგებისა და ტატუების სიყვარული, მოსწავლეებს აღაფრთოვანებთ და უფროსი მასწავლებელი თანატოლ მეგობრად მიაჩნიათ.
მისი გაკვეთილები დაუვიწყარია, პედაგოგის დაფუძნებული კინოკლუბი „პარადისო” კი უფროსკლასელებია საყვარელი ადგილი სკოლაში.
თამუნა მასწავლებელი იმ ასაკის არის რა ასაკის მოსწავლეებიც ჰყავს. ის მუდმივად ითვისებს სიახლეებს და მოსწავლეების ინტერესებს ფეხდაფეხ მიჰყვება.
პედაგოგმა სულ ახლახანს დაიწყო ტიკტოკის პლატფორმის ათვისება. სახალისო ვიდეოებით ის ოცდამეათელებს და არა მარტო მათ, მხიარულ განწყობას უქმნის.
იხილეთ პედაგოგისა და უფროსკლასელების გადაღებული სახალისო ვიდეო
„გვინდა საზოგადოება მიხვდეს, რომ სკოლაში მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არ მიმდინარეობს. ესაა ადგილი, სადაც ცოცხალი ამბები ხდება. აქ ყველა ბედნიერი და ხალისიანი უნდა იყოს. ჩვენი მომავალი თაობა კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს სკოლაში, სხვანაირად არ შეიძლება და არც გამოვა”, – ისაუბრა დღეს, 21 ნოემბერს, EDU.ARIS.GE-სთან თამუნა მასწავლებელმა.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS