„რეიტინგი ოქროს“ პირველი ადგილი კვლავ გიმნაზია აია-GESS-მა მოიპოვა
თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართა UNBR Award Ceremony 2017 დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც მონაწილეობას იღებდა ორმოცდაათამდე როგორც ქართული ისე უცხოური ქვეყნის კომპანია. ისინი შეირჩნენ სტატისტიკური რანჟირების შედეგების მიხედვით, მათ რეალური წვლილის შეტანა შეძლეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და აწარმოეს სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესი.
გამოვლინდა “დარგის ლიდერი 2017” და წლის საუკეთესო სპეციალისტები.
საგანმანათლებლო სივრცეში ოქროს მედალი გადაეცა „რეიტინგი ოქროს“ პირველ ადგილზე მყოფ სკოლას – სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს-ს“. წლის საუკეთესო სპეციალისტის სტატუსით დაჯილდოვდნენ გიმნაზიის უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი თამარ უსანეთაშვილი და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭუმბურიძე.
დიდი მადლობა NBR-UNION-ს და კომპეტენტურ ჟიურის შეფასებისთვის და აღიარებისთვის.
ვულოცავთ ყველა წარმატებულ ორგანიზაციას ამ დიდ ზეიმში მონაწილეობას.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS