რესურს ოთახის კარგი პრაქტიკა სკოლაში – „გაითვალისწინეთ, ეს სათამაშოები განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს“
„თუ სსსმ მოსწავლის კოგნიტურ, მოტორულ, სოციალურ და სხვა უნარების განვითარება ჩვენი მიზანია, მოსწავლეები, საჭიროების მიხედით, სხვადასხვა დროის ინტერვალში უნდა შემოვიყვანოთ რესურს ოთახში. მოგიყვებით ჩვენი სკოლის პრაქტიკის შესახებ“, – ამის შესახებ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი, ლელა გვარიშვილი EDU.ARIS.GE-სთან 5 ნოემბერს საუბრობს.
ინფორმაციისთვის, 2000 მოსწავლეზე გათვლილი ბათუმის 16-ე საჯარო სკოლა, რომელსაც დირექტორი, ცირა ქობულაძე ხელმძღვანელობს, 12 ოქტომბერს გაიხსნა. ახალი სკოლის რესურს ოთახი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და მულტიფუნქციურია.
იხილეთ ფოტო:
როგორია კარგი სკოლის პრაქტიკა. მულტიფუნქციური რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ:
– ბავშვების ინტერესი და ყურადღება სხვადასხვაგვარია მათი სირთულიდან გამომდინარე. მაგალითად, აუტისტური სპეტრის მქონე მოსწავლეები ძირითადად ინტერესდებიან კინეტიკური ქვიშით, ფერადი კუბიკებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით. ამ რესურსებით ბავშვებს ვასწავლით რიგის დაცვას, ფერების იდენტიფიცირებას, კატეგორიზაციას.. ვუვითარებთ აზროვნებას, მეხსიერებას, აღქმას, მოტორულ უნარებს.
გაითვალისწინეთ, ეს სათამაშოები განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს. მაგნიტური დაფა ძალიან კარგი რესურსია, ყველა სსსმ ბავშვს აინტერესებს. ოთხივე სათამაშო, რომელსაც ფოტოში ხედავთ, ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას, აზროვნებას, ასევე მოტორულ უნარებს ავითარებს.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



