GE
5 სექტემბერი, 2015 15:53

რისი დაწერა ავიწყდებათ რეზიუმეში?

განვიხილავთ  იმ  პუნქტებს, რომლებიც  უნდა  გვახსოვდეს რეზიუმეს  შედგენის დროს. ჩვენი მიზანია – მივაწოდოთ დამსაქმებელს  მაქსიმალური  ინფორმაცია  თქვენი წარმატებების და გამოცდილების  შესახებ!

რჩევებს გვიზიარებს  კარიერული  სერვისების  ხელმძღვანელი მარინა  ხადინა.  

1. სასურველი თანამდებობის დასახელებაში  საკმაოდ  ხშირად  წერენ  „მენეჯერი“, მაგრამ  ეს  ხომ  თანამდებობის  დასახელების  ველის  ცარიელად  დატოვების ტოლფასია.

2. ყველა  ადგილზე  მითითებულია  ერთი და იგივე  მოვალეობების  ჩამონათვალი, ან კიდევ  უარესი,  წერენ ასე : „ იგივე მოვალეობები“. გეთანხმებით, სამსახური  შეიძლება  იყოს  მსგავსი, მაგრამ აუცილებლად  რამით  მაინც განსხვავდება: კომპანიის  მაშტაბით, პასუხისმგებლობის არეალით, ინფორმაციული  სისტემებით, ტერიტორიებით, შედეგებით და  სხვა. ეს უნდა იყოს  მითითებული.

3. თითქმის  ყველას  ავიწყდება თავისი საქმიანობის  შედგების  მითითება. თუმცა  შედეგები  არის  ყველაზე  მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით  მენეჯერებისთვის გაყიდვების  სფეროში  ან ხელმძღვანელობის  დონის და უფრო მაღალი დონის მენეჯერებისთვის . იმათ, ვინც  წერს  შედეგების  შესახებ, უკვე  რეზიუმეს  დათვალიერების  დონეზეც  კი  ენიჭებათ  კონკურენტული  უპირატესობა.

4. გასაკვირია, მაგრამ  ძალიან  ხშირად  ხელმძღვანელები  ვერ  წერენ თავისი ხელმძღვანელობის  გამოცდილების  შესახებ. საუკეთესო  შემთხვევაში  მიუთითებენ  ქვეშევრდომების რაოდენობას. მაგრამ  ძალიან  იშვიათად  გვხვდება ხელმძღვანელების  რეზიუმე,  სადაც  მითითებულია :  რა  ამოცანებს  აგვარებდნენ, ამასთნ ერთად, როგორ მართავდნენ პროცესებს ( როგორ აშენებდნენ პროცესებს) და ადამიანებს ( როგორი ქვეგანაყოფები, რამდენი ადამიანი და სად), რა ტერიტორიებზე,  რა  შედგით ( მიღწევები).

5. „ავიწყდებათ“  გამოცდილების  მითითება, რომელიც იყო  არაოფიციალური, შრომის  წიგნაკში  ჩაწერის  გარეშე. ამის  გამო  რეზიუმეში  იქმნება  სიცარიელე. ალბათ  ასე   იქცევიან  იმის  გამო,  რომ  თვლიან,   თუ კი  გამოცდილება  არ  არის  დადასტურებული  ჩანაწერით, ის  არ არის  მნიშვნელოვანი. რეზიუმე  არ  არის შრომის  წიგნაკი, მასში  აუცილებელია  ფაქტობრივი  გამოცდილების  ასახვა. ამიტომაც, გამოცდილების  მითითება, რომელიც არ  არის  შრომის  წიგნაკში, მაგრამ  აქვს  შეხება  თქვენს  პროფილთან და  რომელიც  ვინმეს  შეუძლია დაადასტუროს, აუცილებელია.

11994491_1142481842434355_291936577_n


6.
„სამსახურის თავისუფალი ფორმატის“ წარმომადგენლებისთვის ყველაზე  გავრცელებული  შეცდომა მდგომარეობს  იმაში, რომ  ისინი  წერენ  სიტყვა   „ფრილანს“  ყველგან: კომპანიის  დასახელებაში, თანამდებობის  დასახელებაში  და მოვალეობების  აღწერაშიც. ეს  არ  არის სწორი, და  რეზიუმეს  დონეზე  მხოლოდ უარყოფით შთაბეჭდილებას მოახდენს. ფრილანსერმა  უნდა ასახოს  სამუშაოს  არსი, მაგ.: Java- დეველოპერი  („თანამდებობის  დასახელების“  ველში)   X  კომპანიისთვის  ( „ დამსაქმებლის დასახელების“  ველში)  და  „ მოვალეობების“ ველში  აუცილებელია  სამუშაოს  არსის აღწერა.

7. ავიწყდებათ  თავისი  სამსახურის  მნიშვნელოვანი  დეტალების  მითითება. ნუ თუ  არა  აქვთ  არაფერი თავის  შესაქები?  რეზიუმე  არის  ამისთვის  ყველაზე  ხელსაყრელი  ადგილი. და  ეს  შეცდომა  ეხება  ყველა  პროფესიას:

– კომერციულ სპეციალისტებს  ხშირად  ავიწყდებათ  პროდუქტების/ მომსახურების  მითითება, რომლებთან მუშაობდნენ  ან  თუნდაც როგორ  სეგმენტებში (FMCG), როგორ  კლიენტებთან  ყიდდნენ   (საბითუმო/საცალო, b2b/b2c);

– ანალოგიურად, თუ კი თანამდებობა  ადმინისტრაციულია, დაუშვათ, საუბარი მიდის ადმინისტრაციულ-სამეურნეო  განყოფილების ხელმძღვანელზე, შეიძლება  აღმოჩნდეს , რომ ის მუშაობს  ჰოლდინგში, რომელიც  შეიცავს  ფილიალურ  ქსელს, ცენტრალურ  ოფისს    500  ადამიანის  რაოდენობით და  ა.შ.  და  ასგ -ის  ერთი  დირექტორის  სამუშაოს  ექნება  დიდი განსხვავება იგივე  დირექტორის  სამუშაოსგან  კომპანიაში, რომელიც  შედგება  50  ადამიანისგან;

– პროექტის  მენეჯერებს  და  მშენებლობის  ხელმძღვანელებს    ავიწყდებათ მაგალითების  მიცემა და  ობიექტებზე მითითება, მათი ფართობი, ღირებულება, გეოგრაფია, ობიექტების  ტიპი  და კატეგორია  და  ა. შ.;

– შემოქმედებითი  პროფესიების  წარმომადგენლებს – არა მხოლოდ  დიზაინერებს/მხატვრებს,  არამედ  PR-სპეციალისტებს  და  რედაქტორებს  ავიწყდებათ  პორტფოლიოს  შევსება: დართული  ფაილები  ან  ნამუშევრების  მაგალითების  ბმულები.

Aris.ge - განათლება განათლება