როცა კითხვისას ფიქრები სწრაფად გარბიან, ასოები კი ვერ ეწევიან მას – რა უნდა იცოდეს მშობელმა და პედაგოგმა დისლექსიაზე
ავტორი: ქეთევან მჭედლიშვილი – თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
დისლექსია – როცა ფიქრები სწრაფად გარბიან, ხოლო ასოები ვერ ეწევიან მას.
ბევრი ბავშვი, რომელსაც აქვს დისლექსია, არ არის „სუსტი მკითხველი“ – ის უბრალოდ სამყაროს სხვანაირად ხედავს.
დისლექსია არ არის ინტელექტის პრობლემა, არამედ ინფორმაციის განსხვავებული დამუშავების გზაა. ასეთი ბავშვები ხშირად გამორჩეულად კრეატიულები, ფანტაზიის მოყვარული და ვიზუალურად მოაზროვნეები არიან.
რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს:
არ გამოიყენოთ შეფასებები, როგორც იარლიყი. ნუ ეტყვით: „შენ არ შეგიძლია“ – ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც ყველაზე მეტად აჩერებს განვითარებას. უთხარით: „შენ სხვა გზით სწავლობ, მაგრამ მაინც შეძლებ“.
გამოიყენეთ მულტიმოდალური სწავლება. დისლექსიის მქონე ბავშვები უკეთ სწავლობენ, როცა ტექსტი ხატვასთან, მოძრაობასთან ან მუსიკასთან არის დაკავშირებული. გაკვეთილი შეიძლება გადაიქცეს თამაშად, სიტყვები კი – ფერად სურათებად.
არ შეადაროთ სხვებს. დისლექსია ინდივიდუალური პროცესია. თითოეული ბავშვი თავის რიტმით აღწევს მიზანს. შედარება მხოლოდ მის თვითშეფასებას ამცირებს.
განამტკიცეთ თავდაჯერება. თითოეული წარმატება, თუნდაც პატარა, უნდა აღინიშნოს. როცა ბავშვი ხედავს, რომ მისი მცდელობა ფასდება, ტვინი სწავლობს პროგრესს, სიხარულთან ასოცირებას.
გახსოვდეთ: დისლექსია არ არის დაბრკოლება – ეს არის სხვა კუთხით დანახული გზა ცოდნისკენ.
„თუ თევზს შეაფასებ ხეზე ცოცვის უნარით, მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ სულელია“, – ეს ფრაზა ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის.
დისლექსიის მქონე ბავშვებს არ სჭირდებათ შეცვლა – სჭირდებათ გაგება, მხარდაჭერა და ის, ვინც მათ უნიკალურობას დაინახავს.
-
აქტივობა მოსწავლეებისთვის – როგორ გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები ისე, რომ სხვები არ დავაზარალოთ by სკოლების ამბები
-
თბილისის ზოგიერთ სკოლაში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა – განათლების სამინისტროს განმარტება by სკოლების ამბები
-
161-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „მოსწავლეებსა და მშობლებს ვეტყოდი, რომ მოთმინება გვმართებს – სოფელი ერთ დღეში არ აშენებულა“ by სკოლების ამბები