GE
27 იანვარი, 2025 11:04

როგორ აქცია წარმატებულმა ფინანსისტმა დედობა ახალ პროფესიად – ერთი მშობლის ისტორია

დედობა ინტერესიან მშობელს ახალ პროფესიის შეასწავლის.

ამის ნათელი მაგალითი ქეთი გოგაშვილია. ქეთი 33 წლის ასაკში წარმატებული ფინანსისტია. ის და მისი მეუღლე და 2 შვილს ზრდიან. 4 წლის ლილესა და 1 წლის კატოს. მათი ყოველდღიური საფიქრალი და საზრუნავი შვილების სწორად აღზრდაა. ინტერესიანმა მშობელმა დედობა პროფესიად აქცია.

მას სოციალურ ქსელში საკუთარი ბლოგი აქვს, სადაც მშობლებს განმავითარებელ აქტივობებს, სტრატეგიებსა და იმ წესებს უზიარებს, რომლებიც შვილების აღზრდაში ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება.

ქეთიმ EDU.ARIS.GEსთან 16 იანვარს ისაუბრა. მშობელი ჩვენს მკითხველ მშობლებს იმ მთავარ წესებს უზიარებს, რომლებიც შვილებთან ურთიერთობას განსაკუთრებულად ჰარმონიულ ხდის.

იხილეთ ფოტო:

შვილი, შენი მეგობარია  ურიერთობის მთავარი გასაღები ნდობაა. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მას შეუძლია გენდოთ, ქონდეს თქვენი იმედი ყველაფერში რაც გინდა მოხდეს, მას უნდა სჯეროდეს რომ თქვენი სახით მას ყავს ყველაზე მთავარი საყრდენი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გაუზიაროს. ანალოგიურად ის უნდა გრძნობდეს, რომ თქვენთვის ის ღირებული ადამიანი და პიროვნებაა, რომ მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფასებთ და ითვალისწინებთ მის რჩევას.

გულწრფელობა გადამდებია ვცდილობ ყოველთვის გულახდილი ვიყო მასთან და ყოველთვის ვამჯობინებ სიმართლის თქმას, რადგან ის უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. (პირველ შვილს ვგულისხმობ, რადგან მეორე ჯერ 1 წლის არის). არ ვატყუებ და ვთხოვ, რომ ანალოგიური დამოკიდებულებით იყოს ჩემს და ჩვენს მიმართ(მშობლების). ყოველთვის ვცდილობ შევასრულო ჩემი დანაპირები, თუკი შევპირდი რამეს და არ გავტეხო პირობა, ამით მასაც ვასწავლი პასუხისმგებლობას და ვაჩვენებ, რომ იმას რასაც იტყვის უნდა შეასრულოს და გააკეთოს კიდეც.

კონტროლის ნაცვლად, დაამყარე მასთან მჭიდრო კავშირო და კონტაქტი –  მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გარდა მათთან ერთად თამაშისა ისინი ჩავრთო საოჯახო ყოველდღიურ საქმიანობაში. ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ვალაგებთ, სადილს ვამზადებთ, ერთად ვისვენებთ, ვცეკვავთ მოკლედ ყგელაფერი ერთად, ზედმეტი კონტროლის გარეშე.

უპირობო სიყვარული მთავარი გასაღებია სიყვარულია ის, რასაც არ და ვერ ცვლის ვერაფერი.  ესხშირად უნდა ვუმეოროთ პატარებს. უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი მათდამი სიყვარული არაფერზე არ არის დამოკიდებული და რომ ეს სიყვარული არ იცვლება ცუდად მოიქცევიან თუ კარგად, წარმატებულნი იქნებიან თუ წარუმატებელნი, სიყვარული არც მცირდება და არც იმატებას, ურყევი და უპირობოა.

ასევე იხილეთ:

ვსწავლობთ ინგლისურ ანბანს – სამუშაო ფურცელი პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში