GE
14 მაისი, 2025 10:28

როგორ დავნერგოთ ფინური მიდგომები ქართულ კლასში – აქტივობების ჩამონათვალი

ფინური სკოლის მიდგომების ქართული სკოლის რეალობაზე მორგება შესაძლებელია.

ფინური სკოლა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების მოდელით. არსებობს კონკრეტული  სტრატეგიები და აქტივობები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს კლასში.

EDU.ARIS.GE -ზე გაეცანით აქტივობების ჩამონათვალს იმისთვის, რომ წარმატებული განათლების მოდელის მაგალითები კლასში ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგოთ:

აქტივობა #1

კლასის “კონსტიტუცია”

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა თავად განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს კლასი. გაკვეთილის დასაწყისში დიალოგით დასვი კითხვა: „როგორი კლასი გინდა გვქონდეს?“. მოსწავლეებთან ერთად დაწერეთ წესები დიდ ფურცელზე. წესების ბოლოს დაწერეთ: „ამაზე ვთანხმდებით ყველანი?!“ –  მოსწავლეებს შეუძლიათ მოაწერონ ხელი.

აქტივობა #2

ემოციური განტვირთვა დილით (ფინური სიმშვიდე)

მიზანი: მოსწავლემ მოიხსნას დაძაბულობა და გამოხატოს საკუთარი თავი. ყოველ დილას 5 წუთი დაუთმე პატარა წრეს, სადაც ყველა ამბობს: როგორ გრძნობს თავს. სთხოვე მათ, გიამბონ ერთი პოზიტიური ამბავი. ამბის მოყოლის შემდეგ, შეიძლება, დაფაზე გამოაკარით  ემოციური ბარათები ან ციფრული ღიმილები.

აქტივობა #3

პასუხისმგებლობების კალენდარი (თვითმართვა)

მიზანი: მოსწავლეებმა აიღონ პასუხისმგებლობა კლასის ყოველდღიურ საქმეებზე. მაგალითად, ერთი მოსწავლე წერს დაფაზე, მეორე აზიარებს წიგნებს, მესამე აკონტროლებს ჩუმად ყოფნას ჯგუფურ მუშაობაში. ყოველ კვირას მოხდეს როტაცია, ამ გზით ყველა აქტიურად იქნება ჩართული.

აქტივობა #4

მასწავლებელი, როგორც მეგზური და არა მხოლოდ გამომკითხველი

მიზანი: გაკვეთილზე მოსწავლე იყოს აქტიური და შემოქმედი. ერთად დააკვირდით კონკრეტულ სიტუაციას და დასვი კითხვა – რა გგონიათ, რატომ..?  წარმართეთ დისკუსია. მოსწავლეებს მიეცით შესაძლებლობა, რომ იმსჯელონ.

ასევე იხილეთ:

წერილები, რომლებიც მოსწავლეების იმედის წყაროდ იქცევა – დამრიგებლის იდეა 1 ივნისის აღსანიშნად

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში