როგორ დახვდნენ ჩუმლაყის მშობლიურ სკოლაში ევროპის თასის მფლობელ ძიუდოისტ მოსწავლეს (ვიდეო)
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მე-10 ბ კლასის მოსწავლე, გიგი კეკვიაშვილი, 14 ნოემბერს გუდაპესტში გამართულ კადეტ ძიუდოისტთა 2023 წლის ჩემპიონატზე, ევროპის თასის მფლობელი გახდა.
გურჯაანელმა ძიუდოისტმა ყველა მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა და ექვსივე შეხვედრის ვადაზე ადრე დასრულებით ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა.
გასაკვირია არაა, რომ გიგის გამარჯვებას განსაკუთებული სიამაყით შეხვდნენ მის მშობლიურ სკოლაში. 16 ნოემბერს, სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლამ ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორი სიხარულითა და ემოციებით ულოცავენ ჩემპიონ მოსწავლეს გამარჯვებას პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები.
ვიდეო როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლაში უყვებიან, გიგისგან წარმატებები არ უკვირთ და სიამაყით აღნიშნავენ, რომ მათი მოსწავლე ევროპის ჩემპიონი 16 წლის ასაკში გახდა.
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები

