GE
30 სექტემბერი, 2024 11:49

როგორ გავაუმჯობესოთ სწრაფი აზროვნების უნარი მათემატიკაში?! – 2 აქტივობა მოსწავლისთვის

რატომ უნდა ისწავლონ დაწყებითი კლასებიდანვე მოსწავლეებმა მათემატიკის საგანი განსაკუთრებით მონდომებით?! როგორც სპეციალისტებთან გავარკვიეთ, მათემატიკის სწავლების მიზანი დაწყებით საფეხურზე შეკრება-გამოკლების სწავლა არ არის. ისინი  აზროვნებასა და მსჯელობისთვის საჭირო უნარებს ინვითარებენ.

ის რომ ეს ნამდვილად ასეა და მნიშვნელოვანია, გვიდასტურებს თამარ ტატალაშვილიც, კერძო რეპეტიტორი, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მათემატიკაში დავალებების შესრულებაში ეხმარება.

თამარი ამბობს, რომ თუ დაწყებით კლასებში მოსწავლეს სწრაფი აზროვნება შეუძლია, ეს სწორედ რომ მათემატიკის კარგად სწავლის დამსახურებაა. იმ მშობლებისა და პედაგოგებისთვის, რომელთათვისაც მათემატიკა თავსატეხია, კონკრეტულ 2 აქტივობას გვიზიარებს. აქტივობები ხელს უწყობს ბავშვისთვის სწრაფად აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარებას.

იხილეთ ვიდეო:

@user3248158571800

@თაკო მასწავლებელი

♬ original sound – თაკო ტატალაშვილი

„იაზროვნე უფრო სწრაფად“

– დახაზეთ და გამოჭერით ექვსუჯრიანი ოთკუთხედი, ე.წ დაფა, მიეცით ფანქრის ვიზუალი, თავზე გაუკეთეთ სამკუთხედები, რომლებსაც სხვაფასხვა ფერად გააფერადებთ. აირჩიეთ სამი ფერის წრე და გამოჭარით. თამაშის პრინციპი შემდეგია: სამივე ფერის რგოლები არეულად უნდა განათავსოთ დაფაზე, დრო ჩართოთ და მოსწავლემ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეძლოს შესაბამისი ფერის ჩამოყოლებაზე დაალაგოს ერთი ფერის რგოლები. ამ აქტივობის საშუალებით შეგიძლიათ შეამოწმოთ რამდენად სხარტად შეუძლია მოსწავლეს ფიქრი,

„მათემატიკური კამფეტები“

– ფერად ფურცლებზე ხატავთ კამფეტის ფორმას და ჭრით ასევე ჭრით შუაზე და ერთ მხარეს წერთ მაგალითს, მეორე მხარეს კი პასუხს. ერთმანეთში აურევთ და ჩართავთ დროს, ბავშვმა უნდა იპოვოს თითოეული მაგალითის პასუხი და შეაერთოს კამფეტი.

ასევე იხილეთ:

როგორ გამოთვალოთ სიჩქარე, მანძილი, დრო – მათემატიკის გაკვეთილი მოსწავლეებისა და მშობლებისთვის (+ვიდეო)

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში