როგორ გამოთვალოთ სიჩქარე, მანძილი, დრო – მათემატიკის გაკვეთილი მოსწავლეებისა და მშობლებისთვის (+ვიდეო)
„მანძილის, სიჩქარისა და დროის საფუძვლიანი სწავლა დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით მე-5 კლასში. ამიტომ, მშობლებს ვურჩევ, ეს ვიდეო გაკვეთილი ამ არდადეგებზე გამოიყენონ”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 150-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი, ეკატერინე ბეჟიტაშვილი და იმ ვიდეოს გვიზიარებს, რომელშიც საკითს ის თავად ხსნის. გამოცდილი პედაგოგი, მოსწავლეებთან ერთად, ამოცანების სწორად ამოხსნას მშობლებსაც ასწავლის.
- მანძილი – S
საზომი ერთეულები – მმ, სმ, დმ, მ, კმ;
- სიჩქარე – V
საზომი ერთეულები – კმ/სთ, მ/წთ, მ/წმ;
- დრო – T
საზომი ერთეულები – წმ, წთ, სთ, დღე.
ფორმულები, რომელთა ცოდნაც ამოცანების ამოხსნაში დაგეხმარებათ:
V=S:T (სიჩქარის გამოსათვლელი);
S=V•T (მანძილის გამოსათვლელი);
T=S:V (დროის გამოსათვლელი).
“ვიდეო გაკვეთილს მიჰყევით.. ლოგიკურად მიხვდებით ყველა ფორმულას. არავითარ შემთხვევაში არ დაიზეპიროთ !”, – განმარტავს, მათემატიკის პედაგოგი.
ასევე იხილეთ: