როგორ უნდა გამოიყურებოდეს გუნდურად მომუშავე სკოლა – გამოცდილი მასწავლებლის ხედვა და ოქროს წესი
„სასწავლო პროცესის ეფექტურობის საფუძველი გუნდურობაშია. სწორედ გუნდურობა უზრუნველყოფს სკოლებში პრობლემის გადაჭრის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებასა და ინოვაციების ინკუბაციას“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 30-წლიანი პედაგოგიური პრაქტიკის მქონე პედაგოგი, ქუთაისის მე-2 და მე-40 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი, ინგა მეტონიძე ესაუბრება.
ქალბატონი ინგა დამწყები პედაგოგებისა და მშობლებისთვის ხსნის, როგორ უნდა მიხვდნენ, რომ სკოლა გუნდურობის პრინციპით მუშაობს და რატომ არის ეს აუცილებელი.
რას ნიშნავს გუნდურობა სასკოლო ცხოვრებაში:
მაშინ, როცა თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციამ განათლების სფეროში, რევოლუცია მოახდინა პედაგოგები უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ახლა, როგორც არასდროს, ისეა საჭირო პროფესიული თანამშრომლობის მნიშვნელობის გაცნობიერება და გუნდურობა.
სასკოლო ცხოვრებას გუნდურობა, ნიშნავს: მუდმივ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის, გამოცდილების, პრაქტიკის, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა თუ ახლი სტრატეგიების, ინოვაციების უანგარო და ღია გაცვლას. თუ სკოლაში არის კულტურა, სადაც ყველა მასწავლებელს შეუძლია ისწავლოს კოლეგისგან და გაიზიაროს მისი პრაქტიკა, ამით იგება თანამშრომლობის ხიდები, რომლითაც ყველა მოსწავლე იღებს სარგებელს.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს გუნდურად მომუშავე სკოლა:
სასკოლო პროექტები, მასწავლებელთა ინტერაქციული შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მშობლების ვიზიტი სკოლებში, მშობელთა მაღალი ჩართულო სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლეთა პრობლემების იდენტიფცირებისა და მოგვარებისთვის სტრატეგიების შემუშავება, კეთილგანწყობილი გარემო – გუნდური მუშაობის პოტენციალი ექსპონენციალურად იზრდება, როდესაც ყველა აერთიანებს თავის დროს, უნარებს, რესურსებს და გამოცდილებას. შედეგები მიიღწევა მაშინ, როდესაც ადამიანები ერთი საქმისთვის, ერთი მიზნისთვის რიცხობრივად მუშაობენ, ამ თეორიის ჭეშმარიტებას გუნდურად სკოლაში განხორციელებული არაერთი პროექტი ადასტურებს.
ოქროს წესი: მნიშვნელოვანია პედაგოგმა და მშობელმა გააცნობიეროს, რომ “გუნდი არის ცოცხალი კალეიდოსკოპი, სადაც თითოეული წევრი არის უნიკალური ფრაგმენტი, რომელიც ქმნის წარმატების გასაოცარ სურათს“. ასეთ სკოლაში მუშაობა, რასაკვირველია, ძალიან დიდი სიამოვნებაა. სკოლა არის წარმატებული და მოსწავლეთა აკადემიური შედეგებიც არის საუკეთესო.
ასევე იხილეთ: