GE
22 ოქტომბერი, 2024 12:00

„სასკოლო საზოგადოების სიჯანსაღე“ – რას თვლის მოსწავლის აკადემიური წარმატების მიღწევის მთავარ შესაძლებლობად სკოლის დირექტორი

რეგიონების სკოლის დირექტორების დროც დადგა.

22 ოქტომბერს, EDU.ARIS.GE-ს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლის  დირექტორი ეკატერინე ჩხიკვაძეს ესაუბრა. მოქმედი დირექტორი, რომელიც ამ საპასუხსმგებლო პოზიციამდე ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის პედაგოგი გახდლდათ, მხოლოდ 1 წელია, რაც სკოლას მართავს. ის ახლა წლობით გამოცდილი მასწავლებლისა და დამწყები სკოლის ხელმძღვანელის პოზიცაის გვიყვება. ეკატერინე გვიხსნის, თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს მოსწავლის აკადემიური წარმატების შესაძლებლობებს.

„ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. გყავს წარმატებული აკადემიური მოსწრების მოსწავლეები. ისინი იღებენ ოქროს მედლებს, აბარებენ წამყვან უნივერსიტეტებში. ჩემი, როგორც პედაგოგისა და ახლა უკვე დირექტორის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ კონკრეტულ დროსა და სიტუაციაში უამრავი რამ შეიძლება გახდეს მოსწავლისათვის მასტიმულირებელი. ისეთი მასტიმულირებელი, რომ ყველაზე ზარმაცი მოსწავლეც კი მაღალი აკადემიური მოსწრების გახდეს“, – ამბობს დირექტრი.

აკადემიური წარმატების მიღწევის მთავარი შესაძლებლობები:

სასკოლო საზოგადოების სიჯანსაღე. ინკლუზიურობა, თანამშრომლობა, ნდობა, მიკუთვნებულობა, ღიაობა, პოზიტიური და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა. ალბათ, დამეთანხმებით, როცა მოსწავლეს აქვს მიკუთვნებულობის განცდა, ეს ერთგვარი მამოტივირებელი ფაქტორია აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად. ამის ნათელი მაგალითები უამრავი გვაქვს პრაქტიკაში.

როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მხარდაჭერა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას. სკოლაში ფუნქციონირებს თეატრალური დასი, თოჯინების თეატრი, სხვადასხვა კლუბები, მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით იგეგმება და ხორციელდება კვლევასა და მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული უამრავი პროექტი.

სწავლა-სწავლების პროცესში მრავალფეოვანი და თანამედროვე მიდგომებსა თუ მეთოდების გამოყენება. თითოეული მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს ჩართული დაგეგმილ აქტივობებში, უნდა წახალისდეს მოსწავლეთა გაწაფული კითხვა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

მოსწავლის შინაგანი მოტივაციის გაძლიერება და მხარდაჭერა. სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ თუ მაგალითად მოსწავლეს აქვს კონკრეტული პროექტი, იდეა, ინიციატივა, ფრთები შეასხას მას. როცა მოსწავლის სჯერათ და ენდობიან, მათ ყველაფერი უფრო მარტივად გამოსდით.

– ამ პროცესში სად არის დირექტორის როლი. რა უნდა მოიმოქმედოს მოსწავლის აკადემიურ წარმატებაზე ორიენტირებულმა დირექტორმა?

– ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მცდარი შეხედულება დირექტორის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ. მიიჩნევდნენ, რომ დირექტორის მოვალეობა მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება იყო, რომ დირექტორი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ადმინისტრაციული ლიდერი. თანამედროვე მიდგომების მიხედვით კი, სკოლის დირექტორის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს საგანმანათლებლო ლიდერობა. სწორედ ეს ფაქტორი ქმნის მოსწავლის აკადემიური წარმატების მიღწევის მთავარ შესაძლებლობას. დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფაქტორი მნიშვნელოვანია. დირექტორი გეგმავს სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებულ ინოვაციურ მიდგომებს და პირველ რიგში, ის უნდა იყოს ფოკუსირებული მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე.

ასევე იხილეთ:

დირექტორის დამხმარე ინსტრუქცია მათთვის, ვინც სკოლაში გასაუბრებისთვის ემზადება

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში