18 დეკემბერი, 2025 11:28
როგორ უნდა მიიღოს მშობელმა შვილის სასკოლო შეფასებები და სხვა შეტყობინებები მობილურ აპლიკაციაში
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ ელექტრონული ჟურნალის მობილურ აპლიკაციაში შეტყობინებები მიიღონ.
EDU.ARIS.GE განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ-ის მიერ დღეს, 18 დეკემბერს, გამოქვეყნებულ თითოეულ ნაბიჯს უცვლელად გთავაზობთ:
1. მობილურ აპლიკაციაში დააჭირეთ მარცხენა ზედა კუთხეში მოცემულ ღილაკს (სურათის მიხედვით);
2. გახსენით „შეტყობინებების მართვის ველი“;
3. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი შეტყობინებები (ღილაკები), რომელი ტიპის შეტყობინებები გსურთ მიიღოთ.
გაითვალისწინეთ:
შეტყობინებების მართვის ველის ცვლილება შეიძლება ნებისმიერ დროს, ხოლო ცვლილებები შეესაბამება პირდაპირ აპლიკაციაში შერჩეულ პარამეტრებს.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
