როგორ ვასწავლოთ პირველკლასელს გაკვეთილების ცხრილი – 126-ე საჯარო სკოლაში სპეციალური გაკვეთილი ჩატარდა
პირველკლასელებისთვის საგაკვეთილო ცხრილის დამახსოვრება მარტივი არ არის. ამ გამოწვევის აღმოსაფხვრელად, თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს სპეციალური გაკვეთილი ჩაუტარდათ.
პირველიკლასის დამრიგებელმა, ნათია უჩავამ მოსწავლეებისთვის გაკვეთილის ცხრილის დასწავლა ლოგოების გამოყენებით გადაწყვიტა.
სკოლის ინფორმაციით აქტივობები ჩატარდა შემდეგი თანმიმდევრობით:
1. მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნში მოცემულ ილუსტრაციებზე და დაასახელეს, რომელი გაკვეთილია, რას სწავლობენ თითოეულ საგანში.
2. დანართში მოცემული ლოგოები მოიტანეს მომდევნო გაკვეთილზე და დაასახელეს, რისი აღმნიშვნელი იყო;
3. გაკვეთილების ცხრილის მიხედვით, მოსწავლეებმა დააწყვეს მერხზე ლოგოები;
4. ფორმატზე სათითაოდ გადაიტანეს თითოეული ლოგო და კვლავ დაასახელეს, რომელი ლოგო, რომელ საგანს აღნიშნავდა.
საბოლოოდ თამაშ-თამაშით კლასმა მიიღო გაკვეთილების ცხრილი, რომელიც ლოგოებისგან იყო შექმნილი. ცხრილმა უკვე დაიკავა საკლასო ოთახში საპატიო ადგილი.
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები



