როდის ხდება სკოლა მოსწავლის წარუმატებლობის საწყისი
მშობლებისგან ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზას: „საგანი უყვარს, მაგრამ მასწავლებელი არ მოსწონს”. ამ არ მოწონების უკან ხშირად ზოგად განათლებაში არსებული სისტემური პრობლემები დგას. ეს პრობლემები მხოლოდ მასწავლებლის ბრალი არ არის.
თბილისის 61-ე საჯარო სკოლის ისტორიის საგნის ახალგაზრდა პედაგოგი, დიმიტრი ღონღაძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება. ის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყურადღებას ამახვილებს მასწავლებლების ფაქტორზე.
დიმიტრი გეტყვით, რა შემთხვევაში ხდება სკოლა მოსწავლის წარუმატებლობის საწყისი.
პედაგოგის თქმით, რაც არ უნდა კარგი სპეციალისტი იყოს პედაგოგი, მას მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები უნდა ჰქონდეს, თანამედროვე განათლების სისტემა სწორედ ასეთ მიდგომებზე დგას.
„დიახ, სკოლა მოსწავლის წარუმატებლობის საწყისი შეიძლება გახდეს. ეს ხდება მაშინ, როცა მოსწავლეს იქ ყოფნა არ მოსწონს და ფიქრობს, რომ დროს ტყუილად კარგავს, ვერ ხედავს რაში შეიძლება გამოადგეს სასკოლო განათლება და ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება მისთვის შეუსაბამო მიდგომებს”, – გვიხსნის დიმიტრი.
ახალგარდა მასწავლებელი გვისახელებს ფრაზებს, რომლებიც, მისი აზრით, მასწავლებელმა მოსწავლესთან არცერთ სიტუაციაში არ უნდა გამოყენოს.
„სკოლას რომ დაამთავრებ ვერაფერს მიაღწევ“
„გაკვეთილზე დამსწრეები არ მჭირდება”
„რა აზრის აქვს შენს სკოლაში მოსვლაში
„შენგან არაფერი გამოვა“
„დაჯექი, ამ ამოცანას მაინც ვერ ამოხსნიდი“
„ჩემი ვალდებლება შენი მეცადინეობა არ არის“
„ბოლოს მაინც მე გავიცინებ“
„ახლავე დირექტორთან შევალ“
„ამ შეპასუხების გამო, სკოლიდან გაგრიცხავენ“
დიმიტრი ფიქრობს, რომ სწორი მიდგომების შერჩევა მასწავლებლებისთვის განსაკუთრებული გამოწვევა მაშინ არის, როცა მოსწავლე მე-7 კლასში გადადის, რადგან მოზარდები გარდატეხის ასაკში ენერგიის მოზღვავებას განიცდიან და სულ უნდათ, რომ იცელქონ და როგორმე ენერგია დახარჯონ.
დიმიტრის რჩევა ასეთია: “დაიცავით ზომიერება და იფიქრეთ, თქვენი და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით!”.
ამავე თემაზე: