27 დეკემბერი, 2023 12:00
საახალწლო ფლეშმობი გორის მე-7 საჯარო სკოლაში (+ვიდეო)
გორის მე-7 საჯარო სკოლამ საახალწლო ფლეშმობი მოაწყო.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ფლეშმობის იდეა სკოლის დირექტორს, რუსუდან ლომიძეს ეკუთვნის.
ულამაზესი ფლეშმობი საახალწლო ფორმებში გამოწყობილმა ასობით მოსწავლემ სკოლის ეზოში დადგა. ამის ამსახველი ვიდეო კი გორის მე-7 საჯარო სკოლამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე 26 დეკემბერს გამოაქვეყნა.
„მადლობა საახალწლო ფლეშმობის მონაწილეებს და ორგანიზატორებს ქ. გორის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ რუსუდან ლომიძეს და მუსიკის პედაგოგებს ქალბატონებს მაია შარაშენიძეს და ნინო ვათიაშვილს არაჩვეულებრივი სანახაობისთვის”, – ვკითხულობთ სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები



